კონფიდენციალობის პოლიტიკა
პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკა
შპს „wolly” (ს/კ 405424580) მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრს მეშვეობით.
წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისათვის, ტერმინი „ჩვენ“ გულისხმობს აპლიკაციის მფლობელს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ შპს “ვოლი“-ს
1. დამუშავებას დაქვემდებარებული პერსონალური მონაცემები
სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
მომხმარებლის გეოლოკაცია – შეკვეთის მდებარეობის განსაზღვრის მიზნებისათვის
საგადახდო ინფორმაცია
დავების შესახებ ინფორმაცია
იმ მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რომელზეც ხდება “ვოლის” აპლიკაციის ინსტალაცია
2.პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზანი
ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პერსონალურ ინფორმაციას კლიენტებისა და ხელოსნების დაკავშირებისა და კლიენტთა შეკვეთების უფრო ეფექტურად შესრულების მიზნით.
ჩვენ კლიენტის მიერ პლატფორმაზე მონიშნულ გეოლოკაციას ვუზიარებთ დასუფთავების სპეციალისტს, რათა ამ უკანასკნელმა მარტივად შეძლოს კლიენტის მდებარეობის განსაზღვრა. გეოლოკაციის მონაცემების შეგროვება ხდება მხოლოდ იმ ეტაპზე, როდესაც “ვოლის” აპლიკაცია კლიენტს სთხოვს მისი ადგილსამყოფელის მითითებას და ასეთი მონაცემების შეგროვება წყდება “ვოლის” აპლიკაციის გათიშვის შემდგომ, დაუყოვნებლივ.
ჩვენ შესაძლოა გეოლოკაციის შესახებ მონაცემები გამოვიყენოთ მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც უკავშირდება კლიენტის მისამართს.
ჩვენ საკონტაქტო ინფორმაციას ვიყენებთ მომხმარებლებისთვის “ვოლის” აპლიკაციაში დანერგილი სიახლეების გაცნობის მიზნით.
თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი გამოყენებულ იქნება თქვენთან კომუნიკაციის მიზნით.
ჩვენ კლიენტთა გადახდის დეტალების შესახებ ინფორმაციას მოვიპოვებთ ხელოსნების სახელით.
მომხმარებელთა მხარდაჭერის მონაცემები ჩვენ მიერ გროვდება პერიოდულად და ინახება დავებისა და ხარისხთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით.
3.პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მომხმარებლისთვის კომპანიის მიერ პლატფორმით სარგებლობის მიზნით. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მომხმარებლების მიერ “ვოლის” აპლიკაციის ინსტალაციისა და გამოყენების პროცესში მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს. მომხმარებლის მიერ “ვოლის” აპლიკაციის გამოყენების წინაპირობაა წესებსა და პირობებზე და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკაზე თანხმობა.
პერსონალური მონაცემების დამუშავება ასევე დასაშვებია კანონიერი ინტერესების საფუძვლზე, მაგალითად, თაღლითური გადახდების გამოძიებისა და გამოვლენისთვის.
4.პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებზე
კლიენტის პერსონალური მონაცემები გადაეცემა მხოლოდ დასუფთავების სპეციალისტს, რომელსაც გააქტიურებული აქვს აპლიკაცია; ასეთ შემთხვევაში, გადაცემული მონაცემებია კლიენტის სახელი, გვარი და შეკვეთის მისამართი.
დასუფთავების სპეციალისტს, კლიენტის სახელსა და მათ შორის განხორციელებულ კომუნიკაციასთან წვდომა ექნება მომსახურების გაწევიდან 48 საათის განმავლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრისათვის.
კლიენტის მიერ ხელოსნის შეფასება არის ანონიმური და დასუფთავების სპეციალისტს არ აქვს საშუალება, დაადგინოს შეფასების განმახორციელებელი კლიენტის ვინაობა.
კლიენტის ადგილმდებარეობის მიხედვით, შესაძლებელია მისი პერსონალური მონაცემები გადაცემულ იქნას “ვოლის”-ს ჯგუფის კომპანიებისა და პარტნიორებისათვის (ადგილობრივი შვილობილები, წარმომადგენლები, დაკავშირებული მხარეები, აგენტები და სხვა). “ვოლის”-ს ჯგუფის კომპანიებისა და პარტნიორების მიერ მონაცემების დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5.პერსონალურ მონაცემებზე წვდომა და მისი უსაფრთხოება
მომსახურების პროცესში შეგროვებული პერსონალური მონაცემები გადაეცემა და ინახება Zone Media Ltd. ან/და Amazon Web Services, Inc-ის მონაცემთა ცენტრებში, რომლებიც მდებარეობს ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ “ვოლის”-ს ჯგუფის კომპანიებისა და პარტნიორების უფლებამოსილ პირებს და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ასეთი მონაცემები გამოყენებულ იქნას მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მიზნით (მათ შორის, ხელოსნის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები).
კვლევის მიზნებისათვის, მონაცემები გამოყენებულია არაიდენტიფიცირებად ფორმატში, ანონიმური სახით.
6.პერსონალურ მონაცემებზე წვდომა და მისი ჩასწორება/განახლება
თქვენ აპლიკაციის მეშვეობით გაქვთ მუდმივი წვდომა საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე და შეგიძლიათ მისი საჭიროებისამებრ განახლება.
7.პერსონალური მონაცემების შენახვა
თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენ მიერ ინახება მანამ, სანამ აქტიურია თქვენი ანგარიში. თქვენი ანგარიშის დეაქტივაციისას, პერსონალური მონაცემები წაიშლება წინამდებარე ნაწილში დადგენილი წესების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მონაცემების შენახვა საჭიროა ბუღალტრული აღრიცხვის, დავის გადაწყვეტის ან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.
კლიენტებისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ფინანსური მონაცემები შეინახება ბოლო შეკვეთის განთავსებიდან 3 წლის განმავლობაში.
ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისთვის საჭირო მონაცემები შეინახება ბოლო შეკვეთის განთავსებიდან 7 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ საეჭვოა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ელემენტების არსებობა, თაღლითობა ან ცრუ ინფორმაციის წარმოდგენა, მონაცემები შეინახება 10 წლის ვადით.
ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში, მონაცემები შეინახება დავის გადაწყვეტის ან მისი ხანდაზმულობის ვადით.
შეკვეთების ისტორია შეინახება 3 წლის ვადით, რის შემდეგაც მონაცემები ხდება ანონიმური.
გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციის დეინსტალაცია არ იწვევს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას.
აპლიკაციის 3 წლის განმავლობაში გამოუყენებლობის შემთხვევაში, ჩვენ დაგიკავშირდებით და გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ანგარიში კვლავ აქტიურია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენგან ვერ მივიღებთ პასუხს, ანგარიში დაიხურება და წაიშლება პერსონალური მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საჭიროა ასეთი მონაცემების შენახვა ბუღალტრული აღრიცხვის, დავის გადაწყვეტის ან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.
8.პერსონალური მონაცემების წაშლა
გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მოთხოვნა, წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ წავშლით თქვენს ანგარიშს. შედეგად, თქვენ არ გექნებათ საშუალება გამოიყენოთ აპლიკაცია წაშლილი ანგარიშით.
ჩვენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობთ წარდგენილ ნებისმიერ მოთხოვნაზე, წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რეაგირებას ვახდენთ ერთი თვის ვადაში და ვუთითებთ ასეთი მონაცემების წაშლის ვადას.
9.პერსონალური მონაცემების გადატანა
ჩვენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობთ წარდგენილ ნებისმიერ მოთხოვნაზე, გადავიტანოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რეაგირებას ვახდენთ ერთი თვის ვადაში და ვუთითებთ ასეთი მონაცემების გადატანის თარიღს. მას შემდეგ, რაც მოვახდენთ კლიენტის ვერიფიკაციას, ჩვენ თქვენ მოგაწვდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რაც მოიცავს: საკონტაქტო ინფორმაციას, გასული 3 წლის ისტორიასა და საგადახდო ინფორმაციას.
10.პირდაპირი მარკეტინგი
ჩვენ თქვენს ელექტრონული ფოსტის მისამართს ან/და ტელეფონის ნომერს გამოვიყენებთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის საშუალებით მოგვცემთ ამის უფლებას. ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ მარკეტინგული შეტყობინებების პერსონალიზაცია იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თუ როგორ იყენებთ თქვენ “ვოლის”-ს მომსახურებებს ( გამოყენების სიხშირე, შეკვეთები, ანგარიშსწორება).
თუ თქვენ აღარ გსურთ მარკეტინგული შეტყობინებების მიღება, გთხოვთ მიყვეთ “Unsubscribe” ლინკს ჩვენი ელექტრონული ფოსტის ბოლოს ან “ვოლის” აპლიკაციის პროფილის ველში.
11.დავების გადაწყვეტა
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული დავები გადაწყდება მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილების მიერ (info@wolly.ge.)
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დაცვის აპარატი არის საზედამხედველო ორგანო, რომელთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – office@wolly.ge.