წესები და პირობები
პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები
პრეამბულა
წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები“ წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომელიც სამართლებრივად მბოჭავი ძალის მქონეა „კომპანიისთვის“, „პროფესიონალისთვის“ და „მომხმარებლისთვის“ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობით.
თქვენ, როგორც „პროფესიონალი“ ან „მომხმარებელი“ „wolly-ს პლატფორმით“ სარგებლობის დაწყებამდე ვალდებული ხართ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე ტექსტს.
„wolly-ს პლატფორმის“ მოხმარების დაწყებისთანავე თქვენ ავტომატურად ხდებით წინამდებარე ხელშეკრულების მხარე და შესაბამისად, თქვენზე სრული მოცულობით გავრცელდება ხელშეკრულების პირობები.
1. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებში“ გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ გამომდინარეობს:
1.1. „კომპანია“ - შპს wolly (საიდენტიფიკაციო ნომერი 405424580), რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, წარმოადგენს www.wolly.ge-ს, ასევე wolly-ს აპლიკაციის საავტორო უფლების მფლობელს და რომელიც „მომხმარებლების“ და „პროფესიონალების“ ერთმანეთთან დაკავშირების გზით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.
1.2. „wolly-ს პლატფორმა“ - შპს „wolly“-ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ვებ-გვერდს www.wolly.ge -ს, wolly-ს აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს, რომლის დახმარებითაც ხდება „პროფესიონალის“ და „მომხმარებლის“ ერთმანეთთან დაკავშირება, „პროფესიონალის“ მიერ სასურველი „მომსახურების“ გასაწევად და „მომხმარებლის“ მიერ სასურველი „მომსახურების“ მისაღებად.
1.3. „პროფესიონალი“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა შპს „wolly-სა“), რომელიც დარეგისტრირებულია „Wolly-ს პლატფორმაზე“ როგორც მომსახურების გამწევი ხელოსანი ან დამლაგებელი და მზადაა შესაბამისი შეკვეთის მიღების შემთხვევაში გასწიოს მის მიერ შეთავაზებული მომსახურება.
1.4. „მომხმარებელი“ - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით რეგისტრირდება „Wolly-ს პლატფორმაზე“ „პროფესიონალისგან“ სასურველი მომსახურების მიღების მიზნით, „Wolly-ს პლატფორმის“ საშუალებით უკვეთავს „პროფესიონალს“ სასურველ მომსახურებას, ანაზღაურებს მომსახურების ღირებულებას, ცვლილება შეაქვს ან აუქმებს შეკვეთას. „მომხმარებლად“ განისაზღვრება აგრეთვე ნებისმიერი ის პირი, რომელიც ნებისმიერი სხვა მიზნით სტუმრობს „Wolly-ს პლატფორმას“, მიუხედავად პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლისა.
1.5. „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები“ - წინამდებარე სამართლებრივად მბოჭავი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს „Wolly-ს პლატფორმის“ გამოყენების წესებსა და პირობებს, Wolly- ს კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პოლიტიკას და „შეკვეთის გაუქმების პოლიტიკას“ რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე - www.wolly.ge, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი დანართი, რომლის ტექტსტიც ჩართულია ან შეიძლება მომავალში იქნას ჩართული წინამდებარე დოკუმენტში ბმულის სახით.
1.6. ,,მომსახურება“ – „პროფესიონალის“ მიერ „პლატფორმით სარგებლობის წესების და პირობების“ და შესაბამისი „მომსახურების ხელშეკრულების“ საფუძველზე „მომხმარებლის“ სასარგებლოდ გასაწევი/გაწეული მომსახურება, რომლის საჯარო შეთავაზებასაც „პროფესიონალი“ ახდენს „Wolly-ს პლატფორმის“ საშუალებით და რომელიც მოიცავს ხელოსნის, დამლაგებლის ან/და ნებისმიერ სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურებას, რომლის შეკვეთასაც „Wolly-ს პლატფორმის“ გამოყენებით ახდენს „მომხმარებელი“.
1.7. „Wolly-ს პლატფორმით მომსახურება“ – „კომპანიის“ მიერ „მომხმარებლისთვის“ და „პროფესიონალისთვის“ გაწეული საშუამავლო მომსახურება, რომლის მიზანია „მომხმარებელსა“ და „პროფესიონალს“ შორის „მომსახურების ხელშეკრულების“ დადების ხელშეწყობა.
1.8. „მომსახურების ხელშეკრულება“ – „მომხმარებელსა“ და „პროფესიონალს“ შორის „Wolly-ს პლატფორმის“ მეშვეობით დამყარებული სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც წარმოიშობა „მომხმარებლის“ მიერ „Wolly-ს პლატფორმაზე“ შეკვეთის დაფიქსირებისა და „პროფესიონალის“ მიერ მისი დადასტურების მომენტიდან და რომელიც მხარეებს შორის შეიძლება არსებობდეს ზეპირი ან წერილობითი სახით. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებში“ „მომხმარებლებსა“ და „პროფესიონალებს“ შორის არსებული ურთიერთობების მომწესრიგებელი დებულებები უპირობოდ წარმოადგენს „მომხმარებელსა“ და „პროფესიონალს“ შორის ზეპირი ან წერილობითი ფორმით დადებული „მომსახურების ხელშეკრულების“ შემადგენელ ნაწილს. „მომსახურების ხელშეკრულების“ არსებითი პირობები, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები“ შეიძლება დარეგულირდეს „მომხმარებელსა“ და „პროფესიონალს“ შორის დადებული ზეპირი ან წერილობითი „მომსახურების ხელშეკრულებით“.
1.9. „ანგარიში“ - ნიშნავს „მომხმარებლის“ ან „პროფესიონალის“ მიერ „Wolly-ს პლატფორმაზე“ რეგისტრირებულ ანგარიშს, რომელიც გამოიყენება პერსონალური ინფორმაციის შევსების, გასაწევი „მომსახურების“ საჯარო შეთავაზების, „პროფესიონალის“ კალენდარის მართვის, პრეტენზიების დაფიქსირების, „პროფესიონალის“ შეფასების და პლატფორმით შეთავაზებული სხვა ფუნქციების შესასრულებლად.
1.10. „შეკვეთა“ – „მომხმარებლის“ მიერ „Wolly-ს პლატფორმის“ მეშვეობით გაკეთებული კონკრეტული ოფერტი „პროფესიონალის“ „მომსახურების“ მიღების შესახებ, რომელზედაც „პროფესიონალის“ მიერ აქცეპტის განცხადების გზით იდება „მომსახურების ხელშეკრულება“.
1.11. „მომსახურების საფასური“ - თანხა, რომელსაც „მომხმარებელი“ უხდის „პროფესიონალს“ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული „მომსახურების“ სანაცვლოდ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
1.12. „საკომისიო“ - „მომსახურების საფასურიდან“ „კომპანიის“ სასარგებლოდ გადახდილი ფულადი თანხა, რომლის გადამხდელსაც ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის წარმოადგენს „პროფესიონალი“ და „მომხმარებელი“.
2. Wolly-ს პლატფორმით მომსახურება
2.1. „Wolly-ს პლატფორმით მომსახურების“ „კომპანიის“ მიერ გაწევა გულისხმობს, „მომხმარებლისათვის“ და „პროფესიონალისათვის“ ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნას და ოპერირებას, რომელიც უზრუნველყოფს „მომხმარებლებს“, რათა მათ პლატფორმის გამოყენებით მოახდინონ სასურველი მომსახურების დაგეგმვა და შეკვეთა დამოუკიდებელ მესამე პირებთან - „პროფესიონალებთან“. ასევე „პროფესიონალებს“ „Wolly-ს პლატფორმა“ აძლევს საშუალებას მისი გამოყენებით მიიღონ შეკვეთები და განახორციელონ შესაბამისი „მომსახურებები“.
2.2. თქვენ, როგორც „მომხმარებელი“ წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებზე“ თანხმობით აღიარებთ, რომ „კომპანია“ არ უზრუნველყოფს „მომსახურების“ (ხელოსნის, დამლაგებლის, ან სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურების) შეთავაზებას ან გაწევას, ასევე არ უზრუნველყოფს „მომსახურებასთან“ დაკავშირებული ლოჯისტიკური სერვისების ფუნქციონირებას და რომ ყველა ასეთი „მომსახურება“ არის შეთავაზებული და გაწეული დამოუკიდებელი მესამე პირის „პროფესიონალის“ მიერ, რომელიც არ წარმოადგენს „კომპანიის“ ან „კომპანიასთან“ აფილირებული რომელიმე პირის თანამშრომელს.
2.3. „მომხმარებელს“ და „პროფესიონალს“ შორის ურთიერთობები „მომსახურების“ გაწევასთან დაკავშირებით მთლიანად რეგულირდება ერთმანეთს შორის დადებული შესაბამისი „მომსახურების ხელშეკრულებით“, რომელიც „Wolly-ს პლატფორმის“ გამოყენებით „მომხმარებლის“ მიერ შეკვეთის განთავსების და „პროფესიონალის“ მიერ მისი დადასტურებისთანავე იდება შესაბამის მხარეებს შორის.
2.4. „მომხმარებელი“ და „პროფესიონალი“ ადასტურებს, რომ „კომპანია“ არ წარმოადგენს ასეთი „მომსახურების ხელშეკრულების“ მხარეს და მასზე არ ვრცელდება „მომსახურების“ გაწევის ან მისი შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, მათ შორის „კომპანია“ არ არის პასუხისმგებელი:
2.4.1. „პროფესიონალის“ კვალიფიკაციაზე;
2.4.2. „პროფესიონალის“ მიერ „მომსახურების“ გაწევისას გამოყენებულ მასალებსა და მათ ხარისზე;
2.4.3. „მომხმარებლის“ და „პროფესიონალის“ მიერ „კომპანიისთვის“ მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე;
2.4.4. „მომხმარებელსა“ და „პროფესიონალს“ შორის დადებული „მომსახურების ხელშეკრულების“ ჯეროვან შესრულებაზე;
2.4.5. ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე, თუ შესაბამისი „მომსახურების“ გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი არსებობა;
2.4.6. „პროფესიონალის“ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე;
2.5. „მომხმარებელსა“ და „პროფესიონალს“ შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, „კომპანია“ სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ. „კომპანია“ უფლებამოსილია, საკუთარი სურვილით, ჩაერთოს ასეთი გაუგებრობის/პრეტენზიის/დავის გადაწყვეტაში.
3. „Wolly-ს პლატფორმით“ სარგებლობის მიზანი
3.1. „Wolly-ს პლატფორმით“ სარგებლობა ერთი მხრივ „მომხმარებლების“, ხოლო მეორე მხრივ „პროფესიონალების“ მიერ გამიზნულია იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს შეექმნას მეტი საშუალება თავიანთ ინტერესის საგანში შემავალი „მომსახურების“ მიღებისა და გაწევისთვის.
3.2. „პროფესიონალისთვის“ „Wolly-ს პლატფორმით“ სარგებლობის მიზანს წარმოადგენს:
3.2.1. მის მიერ საკუთარი „მომსახურების“ საჯარო შეთავაზების მიზნით ინტერნეტ სივრცის გამოყენება;
3.2.2. მისი „მომსახურების“ მიღებით დაინტერესებული „მომხმარებლის“ მოძიების გამარტივება;
3.2.3. საკუთარი დროის ეფექტიანად მართვა;
3.3. „მომხმარებლისთვის“ „Wolly-ს პლატფორმით“ სარგებლობის მიზანს წარმოადგენს:
3.3.1. საჭირო „მომსახურების“ გამწევი „პროფესიონალის“ მოძიებისთვის სათანადო და გამარტივებული ვირტუალური სივრცის გამოყენება;
3.3.2. „პროფესიონალის“ და „მომსახურების“ შერჩევისას მეტი ინფორმაციის მიღება;
3.3.3. „პროფესიონალის“ გამოძახება მარტივად, სწრაფად, მისთვის სასურველ დროს;
3.3.4. სხვა „მომხმარებლების“ უკუკავშირის საფუძველზე სათანადო კვალიფიკაციის მქონე „პროფესიონალზე“ მეტი ინფორმაციის მიღება;
4. „Wolly-ს პლატფორმით“ სარგებლობის პირობები
4.1. იმისათვის რომ „მომხმარებელმა“ და „პროფესიონალმა“ შეძლონ „Wolly-ს პლატფორმის“ ძირითადი რესურსებით სარგებლობა, მათ მოეთხოვებათ რომ პლატფორმაზე გაიარონ რეგისტრაცია და შეინარჩუნონ აქტიური პერსონალური ანგარიში. რეგისტრაციის პროცესში „მომხმარებელი“ და „პროფესიონალი“ ვალდებულია განაცხადოს თანხმობა „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებზე“ და Wolly-ს კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პირობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არ მიენიჭებათ პლატფორმით გათვალისწინებული რესურსებით სარგებლობის უფლება.
4.2. „Wolly-ს პლატფორმაზე“ რეგისტრაცია დასაშვებია 18 წელს მიღწეული ფიზიკური (მიუხედავად მათი მოქალაქეობისა) ან იურიდიული პირებისთვის. „Wolly-ს პლატფორმაზე“ რეგისტრაცია მოითხოვს რომ „კომპანიისთვის“ პლატფორმის მეშვეობით წარდგენილ იქნას „მომხმარებლის“ ან/და „პროფესიონალის“ პერსონალური მონაცემები, მათ შორის, სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ასაკი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასევე საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და ყველა სხვა მონაცემი, რომელსაც კომპანია მიზანშეწონილად თვლის „პროფესიონალის“ მიერ „მომხმარებლისთვის“ მომსახურების გასაწევად.
4.3. „Wolly-ს პლატფორმაზე“ რეგისტრირებული „პროფესიონალი“ შეიძლება იყოს ხელოსანი, დამლაგებელი, ან ნებისმიერი სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურების გამწევი პირი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
4.3.1. იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი;
4.3.2. ფიზიკური პირის შემთხვევაში, არ იყოს წარსულში ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის;
4.3.3. იყოს რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ;
4.3.4. საგადასახადო ორგანოში იყოს რეგისტრირებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონედ;
4.4. „პროფესიონალი“ რეგისტრაციისას უთითებს IBAN ანგარიშის ნომერს, რომელზეც მიემართება „მომხმარებლის“ მიერ გადახდილი „მომსახურების საფასური“, „კომპანიის“ საკომისიოსა და ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით. „პროფესიონალი“ პასუხისმგებელია მის მიერ მითითებული ანგარიშის ნომრის სისწორეზე. ანგარიშის არასწორი ნომრის მითითებით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „პროფესიონალს“.
4.5. „Wolly-ს პლატფორმაზე“ რეგისტრაციისას სავალდებულოა რომ „კომპანიისთვის“ პლატფორმის მეშვეობით წარდგენილი მონაცემები იყოს სრული, ზუსტი და რეგისტრაციის თარიღისთვის ვალიდური. ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობისას, მათ შორის ვადაგასული საბანკო ანგარიშის გადახდის მეთოდად მითითებისას, „მომხმარებელს“ ან „პროფესიონალს“ შეიძლება შეეზღუდოთ ,,Wolly-ს“ პლატფორმაზე“ წვდომა და მისი რესურსებით სარგებლობა. ამ პუნქტში გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს „კომპანიის“ მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
5. უფლებები და ვალდებულებები
5.1. „კომპანია“ უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს „მომხმარებლისგან“ ან „პროფესიონალისგან“ ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
5.2. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ „კომპანია“ უფლებამოსილია მოახდინოს „მომხმარებლის“ ან/და „პროფესიონალის“ იდენტიფიცირება და ვერიფიკაცია მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის ან ტელეფონის ნომრის მეშვეობით. მას შემდეგ, რაც „კომპანია“ მოახდენს „მომხმარებლის“ ან „პროფესიონალის“ ვერიფიცირებას, მათ ეძლევათ სრული წვდომა პლატფორმაზე და მის მიერ შემოთავაზებულ ფუნქციებზე.
5.3. ანგარიშის საიდენტიფიკაციო მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ „მომხმარებლების“ ასევე „პროფესიონალებისთვის“ ინდივიდუალურად მათ მიერ შექმნილ „ანგარიშებზე“, შესაბამისად თითოეული მათგანი არის პასუხისმგებელი საკუთარ „ანგარიშზე“ მესამე პირების მხრიდან არაავტორიზებული წვდომით დამდგარ შედეგებზე. „კომპანია არ არის პასუხისმგებელი (მაგრამ ამავდროულად უზრუნველყოფს ყველა ადეკვატური ღონისძიების განხორციელებას ასეთი არაავტორიზებული წვდომის აღსაკვეთად) მესამე პირებისგან „ანგარიშის“ მფლობელისთვის არაავტორიზებული წვდომის შედეგად მიყენებულ ზიანზე.
5.4. „მომხმარებელი“ ან „პროფესიონალი“ ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს Wolly-ს კლიენტთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ „მომხმარებელს“ ან „პროფესიონალს“ გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული.
5.5. „მომხმარებელი“ და „პროფესიონალი“ უფლებამოსილია „Wolly-ს პლატფორმაზე“ წარადგინოს, ატვირთოს, გამოაქვეყნოს ან სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი ტექსტუალური, აუდიო ან ვიზუალური მონაცემები და ინფორმაცია, რომელიც მათ შორის შეიძლება მოიცავდეს კომენტარებს ან უკუკავშირს (feedback) მომსახურებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია და მონაცემი წარმოადგენს „კომპანიის“ საკუთრებას, შესაბამისად „კომპანიას“ თავისი მიზნებიდან, მათ შორის მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე აქვს შესაძლებლობა „მომხმარებლისგან“ ან „პროფესიონალისგან“ დამატებითი თანხმობის გარეშე გამოიყენოს ასეთი მონაცემები.
5.6. როგორც „პროფესიონალი“, ასევე „მომხმარებელი“, ნებისმიერ დროს უფლებამოსილია შეწყვიტოს „Wolly-ს პლატფორმაზე“ საკუთარი რეგისტრაცია. „კომპანია“ ვალდებულია წაშალოს „მომხმარებლის“ ყველა საბანკო ანგარიშის მონაცემი, ამ უკანასკნელის მიერ რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში.
6. პრომო კოდები, რეფერალის კოდები და სხვა ფასდაკლებები
6.1. „კომპანია“ უფლებამოსილია „Wolly-ს პლატფორმაზე“ რეგისტრაციისას „მომხმარებლებს“ მიანიჭოს პრომო კოდები, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პლატფორმით შეკვეთის გაფორმებისას და ამით „მომხმარებელმა“ მიიღოს ფასდაკლება შესაბამის მომსახურებაზე.
6.2. „პროფესიონალი“ წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებზე“ თანხმობის გაცხადებით ასევე თანახმაა, რომ „კომპანიას“ მიანიჭოს შეუზღუდავი უფლებამოსილება, „პროფესიონალთან“ წინასწარი შეთანხმების გარეშე მარკეტინგული ღონისძიებების ფარგლებში თავად განსაზღვროს ასეთი პრომო კოდების გამოყენებისას „მომხმარებლებისთვის“ შეთავაზებული ფასდაკლების ოდენობა.
6.3. პრომო კოდის მეშვეობით „მომსახურების“ ფასდაკლებით მიღებისას, ფასდაკლებული თანხის ოდენობა ყველა შემთხვევაში აკლდება „კომპანიის“ მიერ მისაღებ „საკომისიოს“, შესაბამისად, „პროფესიონალი“ „მომსახურების“ საფასურს მიიღებს იმავე ოდენობით, რა ოდენობითაც მიიღებდა პრომო კოდის გარეშე „მომხმარებლის“ მიერ „მომსახურების“ შეკვეთისას.
6.4. „კომპანია“ უფლებამოსილია „მომხმარებლისთვის“ წინასწარი შეტყობინების ან დასაბუთების გარეშე ცალმხრივად გააუქმოს ასეთი პრომო კოდები თავისი შეხედულებისამებრ.
6.5. „Wolly-ს პლატფორმაზე“ რეგისტრაციისას „მომხმარებელს“ ენიჭება რეფერალის კოდი. რეფერალის კოდი არის ციფრების ან ასოების უნიკალური კომბინაცია, რომელიც აძლევს საშუალებას სხვადასხვა „მომხმარებლებს“ მონაწილეობა მიიღონ „პროფესიონალის“ შეკვეთის ფასდაკლებით მიღების პროგრამაში.
6.6. რეფერალის კოდის მეშვეობით „პროფესიონალის“ „მომსახურების“ შეკვეთისას შესაბამისი „მომხმარებელი“ ფასდაკლებით იღებს „პროფესიონალის“ მომსახურებას. ამავდროულად, ის „მომხმარებელი“ რომლის მიერ გაგზავნილი რეფერალის კოდით სხვა „მომხმარებელმა“ გააკეთა „პროფესიონალის“ „მომსახურების“ შეკვეთა, საკუთარ ანგარიშზე ღებულობს კრედიტს, რომლის გამოყენებასაც შეძლებს „Wolly-ს პლატფორმაზე“ შეკვეთის განხორციელებისას.
6.7. პრომო კოდის ან რეფერალის კოდის გამოყენებით შეკვეთის დაფიქსირებისას, „მომხმარებლისთვის“ ფასდაკლებული თანხა დაიქვითება „კომპანიის“ მიერ მისაღები „საკომისიოდან“. შესაბამისად, „პროფესიონალი“ სრულად მიიღებს მის მიერ „Wolly-ს პლატფორმაზე“ მითითებულ „მომსახურების საკომისიოს“ (ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით).
6.8. „პროფესიონალის“ მიერ რეგულარული „შეკვეთების“ მიღების წახალისების მიზნით, ერთი „მომხმარებლის“ მიერ ერთ ჯერზე ერთი და იმავე „პროფესიონალის“ „მომსახურების“ სამი და მეტი რაოდენობით „შეკვეთის“ შემთხვევაში, „შეკვეთების“ რაოდენობის შესაბამისად „პროფესიონალი“ „მომსახურებას“ გაუწევს „მომხმარებელს“ ფასდაკლებით, რომლის ოდენობა იქნება არანაკლებ 5% და არაუმეტეს 20%. ასეთ შემთხვევაში „კომპანიის“ საკომისიოს გამოთვლა მოხდება ფასდაკლებული „მომსახურების საფასურიდან.
7. „Wolly-ს პლატფორმაზე“ აკრძალული ქმედებები
7.1. „მომხმარებელის“ და „პროფესიონალის“ მიერ „Wolly-ს პლატფორმაზე“ წარდგენილი ნებისმიერი კონტენტი არ უნდა არღვევდეს მესამე პირის უფლებებს და არ შეიცავდეს სიძულვილის ენას, უცენზურო ტერმინოლოგიას, მოწოდებას ძალადობისკენ, კანონსაწინააღმდეგო ან ცრუ ინფორმაციას, პორნოგრაფიულ გამოსახულებას. „კომპანია“ უფლებამოსილია გაუწიოს მონიტორინგი და განიხილოს ასეთი მონაცემების და ინფორმაციის შესაბამისობა ამ პირობებთან და ნებისმიერ დროს საკუთარი ცალმხრივი ნების საფუძველზე წაშალოს ან სხვაგვარად გააუქმოს ამ წესებთან წინააღმდეგობაში მყოფი მონაცემები.
7.2. მკაცრად აკრძალულია ისეთი „მომსახურების“ შეთავაზება ან მოთხოვნა, რომელიც განკუთვნილია შემდეგი სახის პროდუქციის შეძენის ან გაყიდვისთვის:
7.2.1. ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები;
7.2.2. ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა;
7.2.3. საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;
7.2.4. პორნოგრაფიული მასალა;
7.2.5. არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;
7.2.6. მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები;
7.2.7. საქონელი ან მომსახურება, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას;
7.2.8. სხვა ნებისმიერი პროდუქცია ან საქონელი, რომელსაც „კომპანია“ მიიჩნევს პლატფორმით სარგებლობის მიზნებთან შეუთავსებლად;
7.3. იმ შემთხვევაში, თუ „მომხმარებელი“ ან „პროფესიონალი“ განახორციელებს, ან შეეცდება განახორციელოს ოპერაცია ამ მუხლში მითითებული ამკრძალავი დებულებების დარღვევით, „კომპანია“ უფლებას იტოვებს ცალმხრივად:
7.3.1. შეწყვიტოს ან შეაჩეროს „მომხმარებელის“ ან „პროფესიონალის“ პირადი „ანგარიშის“ ფუნქციონირება; ან/და
7.3.2. აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და
7.3.3. მოითხოვოს „მომხმარებელისგან“ ან „პროფესიონალისგან“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
7.4. „პროფესიონალს“ ეკრძალება „შეკვეთის“ მიღების შემდეგ საკუთარი ვალდებულებების გადაკისრება სხვა მომსახურების გამწევს პირებზე. „პროფესიონალი“ ვალდებულია პირადად გასწიოს მიღებული „შეკვეთა“.
7.5. „მომხმარებელის“ ან „პროფესიონალის“ მიერ წინამდებარე წესებისა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას. „კომპანია“ იტოვებს უფლებას, პირველივე დარღვევისას დაბლოკოს „მომხმარებელის“ ან „პროფესიონალის“ „ანგარიში“, ამ უკანასკნელთა მხრიდან (ერთი) თვის ვადის გასვლის შემდეგ „ანგარიშის“ განბლოკვის მოთხოვნით „კომპანიისადმი“ მიმართვის შესაძლებლობით, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, განუსაზღვრელი ვადით, აღდგენის შესაძლებლობის გარეშე მოახდინოს შესაბამისი „ანგარიშის“ ბლოკირება.
8. „პროფესიონალის“ მიერ „Wolly-ს პლატფორმის“ მეშვეობით „მომხმარებლებისთვის“ გასაწევი „მომსახურება“
8.1. „Wolly-ს პლატფორმის“ გამოყენებით „მომსახურების“ შეთავაზების და გაწევის უფლება აქვს „პროფესიონალს“, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება დალაგება/დასუფთავების, კომპიუტერული ტექნოლოგიების ან საყოფაცხოვრებო მომსახურებების გაწევის სფეროში და რეგისტრირებულია პლატფორმაზე.
8.2. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე „პროფესიონალი“ უფლებამოსილია დამოუკიდებლად, „Wolly-ს პლატფორმის“ გამოყენების გარეშე მოიძიოს „მომხმარებლები“ და გასწიოს მათ სასარგებლოდ იგივე მომსახურება, რასაც პლატფორმის მეშვეობით სთავაზობს მომხმარებლებს. ამ შემთხვევაში პლატფორმის გარეშე განხორციელებულ მომსახურებაზე არ ვრცელდება წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები“.
8.3. „კომპანია“ უფლებამოსილია, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით უარი განაცხადოს „პროფესიონალის“ რეგისტრაციაზე, რასთან დაკავშირებითაც იგი არ არის ვალდებული, განმარტოს უარის თქმის მიზეზები.
8.4. „პროფესიონალს“ შეუძლია პირადი „ანგარიშის“ საშუალებით განსაზღვროს ის ტერიტორია, სადაც სურს „მომსახურების“ გაწევა. აღნიშნული ინფორმაცია იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი და გამოყენებულ იქნება „მომხმარებლისთვის“ შესაბამისი „პროფესიონალების“ შესახებ ინფორმაციის პლატფორმის მეშვეობით მიწოდებისას. „პროფესიონალი“ უფლებამოსილია პერიოდულად დაამატოს/შეამციროს ან/და შეცვალოს ასეთი ინფორმაცია.
8.5. „პროფესიონალი“ „Wolly-ს პლატფორმის“ მეშვეობით „მომსახურების“ შეთავაზებისას საკუთარ თავზე სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ გაწეულ „მომსახურებასთან“ დაკავშირებით მას გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება, საჭირო აღჭურვილობა და ინვენტარი და რომ მის მიერ გაწეული „მომსახურების“ შედეგად წარმოშობილ საკითხებზე სრულად თვითონ არის პასუხისმგებელი.
8.6. „Wolly-ს პლატფორმის“ მეშვეობით „პროფესიონალის“ მიერ „მომსახურების“ შეთავაზება ან გაწევა არ შეიძლება განხილულ იქნას „კომპანიის“ მიერ მომსახურების შეთავაზებად ან გაწევად. „მომხმარებლებთან“ ურთიერთობაში „მომსახურების“ გამწევს წარმოადგენს მხოლოდ „პროფესიონალი“. „კომპანია“ თავისუფალია ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს „პროფესიონალის“ მიერ „მომსახურების“ გაწევას, მათ შორის, არაჯეროვან მომსახურებას, „მომსახურების“ გაწევის პროცესში „პროფესიონალის“ მიერ ნივთის დაზიანებას/განადგურებას, „მომსახურების ხელშეკრულებისა“ და გარანტიის პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
8.7. „პროფესიონალი“ „Wolly-ს პლატფორმის“ გამოყენებით უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი „მომსახურების“ შეთავაზება და გაწევა:
8.7.1. დამლაგებლის მომსახურება, რომელიც მოიცავს:
8.7.1.1. რემონტის შემდგომ დალაგებას;
8.7.1.2. გენერალურ დალაგებას;
8.7.2. სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურება
9. „პროფესიონალის“ მიერ „მომსახურების“ გაწევის პრინციპები
9.1. მიუხედავად იმისა, რომ „პროფესიონალი“ წარმოადგენს „კომპანიისგან“ დამოუკიდებელ პირს და ის არ არის „კომპანიის“ თანამშრომელი, აგენტი ან წარმომადგენელი, ასევე მიუხედავად იმისა, რომ „კომპანიის“ და „ხელოსნის“ ურთიერთობებზე არ ვრცელდება შრომითი ურთიერთობების ან/და წარმომადგენლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, „პროფესიონალი“ აცნობიერებს, რომ მის მიერ გაწეული „მომსახურების“ ხარისხი გავლენას ახდენს „კომპანიის“ და „Wolly-ს პლატფორმის“ რეპუტაციაზე. შესაბამისად ყოველი ინდივიდუალური „პროფესიონალის“ მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობამ, ან არაკეთილსინდისიერმა შესრულებამ, შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს „Wolly-ს პლატფორმის“ ფუნქციონირება და სხვა „პროფესიონალების“ მიერ „მომხმარებლების“ მოზიდვა.
9.2. წინა პუნქტში აღნიშნულის გათვალისწინებით, „პროფესიონალები“ „Wolly-ს პლატფორმაზე“ რეგისტრაციით იძლევიან გარანტიას, რომ „მომსახურების“ გაწევისას მათ მიერ დაცული იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული „მომსახურების“ გაწევის პრინციპები.
9.3. „მომსახურების“ გაწევისას „პროფესიონალები“:
9.3.1. იქნებიან კოლეგიალურები, რაც გამორიცხავს სხვა კოლეგების მიერ შესრულებული სამუშაოს რაიმე ფორმით დაკნინების მცდელობას;
9.3.2. დაიცავენ ეთიკის წესებს „მომხმარებლებთან“ ურთიერთობისას;
9.3.3. ყველა ღონეს მიმართავენ კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად;
9.3.4. იქნებიან თავაზიანები და კომუნიკაბელურები;
9.3.5. იქნებიან მოწესრიგებულნი, გულწრფელები და პასუხისმგებლობის გრძნობით მიუდგენიან თავიანთ შესასრულებელ სამუშაოს;
9.3.6. დროულად გამოცხადდებიან „შეკვეთის“ შესასრულებლად;
9.4. „პროფესიონალს“ „შეკვეთის“ შესრულებისას ეკრძალება:
9.4.1. ვიზიტი არაფხიზელ მდგომარეობაში (ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა);
9.4.2. გამოცხადება შესაბამისი ეკიპირების გარეშე (ბახილები, პირბადე, ხელთათმანები);
9.4.3. ვიზიტის განხორციელება მაღალი ტემპერატურით, გრიპის ან სხვა ვირუსის ნიშნების არსებობისას;
9.4.4. „მომსახურების საფასურის“ ცვლილება „მომხმარებლის“ წინასწარი გაფრთხილების გარეშე და მხოლოდ იმ შემთხვებაში, თუ შესასრულებელია წინასწარ შეთანხმებულის გარდა დამატებითი სამუშაოები;
9.4.5. იმ „მომხმარებლებთან“ საკუთარი საკონტაქტო მონაცემების დატოვება, რომლებთანაც მისი დაკავშირება მოხდა „Wolly-ს პლატფორმის“ მეშვეობით;
9.5. „პროფესიონალი“ ვალდებულია „შეკვეთის“ შესრულებისას თან იქონიოს ყველა აუცილებელი ხელსაწყო და აღჭურვილობა, გამართულ და სუფთა მდგომარეობაში. „პროფესიონალი“ ვალდებულია „მომხმარებელი“ გააფრთხილოს სამუშაოების შესრულებისას ყველა შესაძლო გართულების შესახებ. „მომსახურების“ დასრულებისას „პროფესიონალმა“ უნდა უზრუნველყოს სამუშაოების შედეგად დარჩენილი ნარჩენების გატანა თუ „მომხმარებელთან“ სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული.
9.6. „კომპანია“ უფლებამოსილია დროგამოშვებით დაგეგმოს და განახორციელოს ე.წ. „მისტიური გამოძახებები“ „პროფესიონალების“ მიერ წინამდებარე პუნქტით და „პლატფორმით სარგებლობის წესებისა და პირობების“ სხვა პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ მიზნად ემსახურება Wolly-ს პლატფორმისადმი“ „მომხმარებლების“ და „პროფესიონალების“ ნდობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას და სხვა „პროფესიონალების“ და „მომხმარებლების“ მოზიდვას პლატფორმით გათვალისწინებული ურთიერთობების დამყარების მიზნით.
10. „მომხმარებლის“ მიერ სასურველი მომსახურების არჩევა და „შეკვეთის“ განთავსება
10.1. „Wolly-ს პლატფორმა“ „მომხმარებელს“ ავტორიზაციის გავლის შემდეგ საშუალებას აძლევს გადავიდეს მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
10.2. „მომხმარებელი“ შეკვეთის განთავსების მიზნით მთავარი მენიუდან ირჩევს „კატეგორიას“, რის შემდეგაც ეკრანზე მიმდევრობით ჩნდება რამდენიმე ფანჯარა დამაზუსტებელი შეკითხვებით. სასურველი პასუხების მონიშვნის შემდეგ „Wolly-ს პლატფორმა“ შეარჩევს „მომხმარებლისთვის“ სასურველ „მომსახურებას“.
10.3. „მომსახურების“ არჩევის შემდეგ ეკრანზე ჩნდება ფანჯარა ღია კითხვებით, სადაც „მომხმარებელს“ აქვს შესაძლებლობა აღწეროს მისთვის სასურველი „მომსახურების“ სპეციფიკური მახასიათებლები, მათ შორის, ატვირთოს შესაბამისი ფოტომასალა (საჭიროების შემთხვევაში).
10.4. „მომსახურების“ დაზუსტების შემდეგ, „მომხმარებელი“ განსაზღვრავს „მომსახურების“ გაწევის ადგილს და პერიოდს.
10.5. „მომხმარებლის“ მიერ მონაცემების შეყვანის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება „მომხმარებლისთვის“ სასურველ პერიოდში და ადგილმდებარეობაზე ხელმისაწვდომი „პროფესიონალების“ სია. თითოეული „პროფესიონალის“ მონაცემის გასწვრივ პლატფორმაზე განთავსებულია „მომსახურების“ ღირებულება, „პროფესიონალის“ რეიტინგი და მისი განრიგი.
10.6. სასურველი „პროფესიონალის“ და „მომსახურების“ გაწევის დროის არჩევის შემდეგ „მომხმარებელი“ გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, რომლის მეშვეობითაც „მომხმარებელი“ გადაიხდის „მომსახურების საფასურს“.
10.7. „მომხმარებელი“ უფლებამოსილია ანგარიშსწორების გვერდზე მიუთითოს პრომო კოდი. პრომო კოდი ვალიდურია მხოლოდ „კომპანიის“ მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში და ის „მომხმარებელს“ აძლევს შესაძლებლობას, „პროფესიონალის“ „მომსახურება“ მიიღოს პრომო კოდით განსაზღვრული ოდენობით ფასდაკლებით.
10.8. „შეკვეთა“ განთავსებულად ჩაითვლება მხოლოდ „მომხმარებლის“ მიერ შესაბამისი „მომსახურების საფასურის“ გადახდის შემდეგ. შესაბამისი ანაზღაურების განუხორციელებლობის შემთხვევაში, მოლოდინის რეჟიმში მყოფი „შეკვეთა“ გაუქმებულად ჩაითვლება და „მომხმარებლის“ პრეტენზიები „მომსახურების“ გაწევასთან დაკავშირებით არ მიიღება.
10.9. „მომსახურების საფასურის“ გადახდის შემდეგ „შეკვეთა“ დაფიქსირებულად მიიჩნევა და „შეკვეთის“ შესახებ ინფორმაცია ეგზავნება შესაბამის „პროფესიონალს“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით. „პროფესიონალს“ ეკისრება ვალდებულება „მომსახურება“ გასწიოს „შეკვეთაში“ მითითებულ დროს, ადგილზე და „მომხმარებლის“ მიერ განსაზღვრული მოცულობით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც „პროფესიონალს“ პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე აქვს შეკვეთის გაუქმების უფლებამოსილება.
11. „პროფესიონალისთვის“ „მომსახურების საფასურის“ გადახდა „მომხმარებლის მიერ“
11.1. „Wolly-ს პლატფორმის“ საშუალებით „მომსახურების“ „შეკვეთისას“, „მომხმარებელი“ უნაღდო ანგარიშსწორების გზით, საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით იხდის „მომსახურების საფასურს“, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შედგება „პროფესიონალის“ მიერ მისაღები ანაზღაურებისგან, ასევე „კომპანიის“ და ბანკის „საკომისიოსგან“.
11.2. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის საგადასახდო სისტემა, რომელიც გზავნის მიღებულ თანხას („საკომისიოს“ გამოკლებით) „პროფესიონალთან“.
11.3. „კომპანია“ „მომხმარებლებს“ საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
11.4. „მომხმარებლის“ ვალდებულება „პროფესიონალის“ წინაშე „მომსახურების საფასურის“ გადახდის შესახებ შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა „მომხმარებლის“ მიერ კონკრეტული „მომსახურების“ ღირებულება სრულად აისახება „პროფესიონალის“ საბანკო ანგარიშზე („კომპანიის“ კუთვნილი „საკომისიოს“ გამოკლებით), ხოლო „საკომისიო“ სრულად აისახება კომპანიის“ შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
11.5. „პროფესიონალი“ პასუხისმგებელია ტრანზაქციის საკომისიოს ბანკის სასარგებლოდ გადახდაზე მის მიერ მისაღები „მომსახურების საფასურის“ („საკომისიოს“ გამოკლებით“) პროპორციულად.
11.6. „მომხმარებელი“ „მომსახურების საფასურს“ იხდის წინასწარ, „შეკვეთის“ განთავსების პროცესში. ღირებულება იყოფა 2 ნაწილად, საიდანაც ერთი ნაწილი წარმოადგენს „პროფესიონალის“ მიერ მისაღებ „მომსახურების საფასურს“, ხოლო მეორე ნაწილი - „კომპანიის“ მიერ მისაღებ „საკომისიოს“.
11.7. „მომსახურების“ გაწევის პროცესში, მასალების ყიდვის აუცილებლობის წარმოშობისას, „პროფესიონალი“ და „მომხმარებელი“ შეიძლება შეთანხმდნენ მასალების ღირებულების ანაზღაურებაზე, რომლის ოდენობაც არ გაითვალისწინება „მომსახურების საფასურში“.
11.8. მომსახურების გაწების პროცესში, მასალების ყიდვის მიზნით „პროფესიონალის“ გადაადგილების ანაზღაურება ხდება პლათფორმის საშუალებით. შესაბამისი სერვისის - „ტრანსპორტირების“ გამოყენებით.
11.9. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის გაუქმების პოლიტიკის შესაბამისად, წარმოიშვება „მომხმარებლისთვის“ „მომსახურების საფასურის“ დაბრუნების ვალდებულება, არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა „მომხმარებელს“ იმავე ანგარიშზე დაუბრუნდება გადახდილი თანხა „შეკვეთის გაუქმების პოლიტიკით“ დადგენილი პირობების შესაბამისად.
11.10. „პროფესიონალი“ სრულად არის პასუხისმგებელი „Wolly-ს პლატფორმის“ გამოყენებით განხორციელებული „შეკვეთების“ შედეგად მიღებული შემოსავლის აღრიცხვაზე, დეკლარირებაზე და საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე. „პროფესიონალმა“ უნდა აწარმოოს ბუღალტერია ან ასეთი ბუღალტერიის საწარმოებლად დაიქირავოს კვალიფიციური პირი. „კომპანია“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს „პროფესიონალს“ „Wolly-ს პლატფორმის“ მეშვეობით განხორციელებული „შეკვეთების“ შესახებ საბუღალტრო ჩანაწერების მისთვის მიწოდება.
11.11. საგადასახადო ვალდებულებების ოპტიმიზაციის მიზნით, „Wolly-ს პლატფორმაზე“ რეგისტრირებული „პროფესიონალი უნდა იყოს დარეგიტრირებული საგადასახადო ორგანოში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირად.
11.12. „კომპანია“ აფრთხილებს „პროფესიონალს“, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები. საგადასახადო ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე ნებისმიერი პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „პროფესიონალს“.
12. „საკომისიო“
12.1. „მომსახურების საფასურიდან“ „პროფესიონალი“ და „მომხმარებელი“ „კომპანიის“ სასარგებლოდ იხდიან „საკომისიოს“.
12.2. „საკომისიოს“ ოდენობა განისაზღვრება „Wolly-ს პლატფორმის“ მეშვეობით განხორციელებული „შეკვეთიდან“ მიღებული სრული დაუბეგრავი „მომსახურების საფასურიდან“ და მისი ოდენობა შეიძლება იყოს ნაკლები ან ტოლი „მომსახურების საფასურის“, ასევე ნებისმიერი დამატებით მიღებული საფასურის (ე.წ. „ჩაის ფულის“ ან დამლაგებლის მიერ „მომსახურების“ გაწევისას ქიმიური ხსნარების რეალიზაციით მიღებული საფასური) 30%-ს. „საკომისიოს“ ზუსტი ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და მისი ოდენობის განსაზღვრისას კომპანია მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა „პროფესიონალის“ მიერ განხორციელებული „შეკვეთების“ რაოდენობა, რეიტინგი, „მომხმარებელთა“ დადებითი შეფასებები და სხვა.
12.3. „საკომისიოს“ ოდენობა „პროფესიონალის“ და „მომხმარებლისთვის“ ნაწილდება შემდეგი პროპორციით:
12.3.1. „საკომისიოს“ 70% წარმოადგენს „პროფესიონალის“ მიერ „Wolly-ს პლატფორმის“ საშუალებით „მომხმარებლის“ მოძიებისთვის გადასახდელ ანაზღაურებას;
12.3.2. „საკომისიოს“ 30% წარმოადგენს „მომხმარებლის“ მიერ გადასახდელ ანაზღაურებას, რომელსაც ეს უკანასკნელი იხდის „Wolly-ს პლატფორმის“ მეშვეობით „პროფესიონალთან“ დაკავშირების ორგანიზების მომსახურების მიღების სანაცვლოდ;
12.4. „კომპანიის“ მიერ ჯამური „საკომისიოს“ მიღებისას მიიჩნევა, რომ „მომხმარებელმა“ და „პროფესიონალმა“ გადაიხადა „საკომისიოს“ მისი კუთვნილი ნაწილი „კომპანიის“ სასარგებლოდ.
12.5. „საკომისიოს“ გადახდასთან დაკავშირებით ბანკის მიმართ წარმოშობილი ტრანზაქციის საკომისიოს ხარჯების, გადახდაზე პასუხისმგებელია „კომპანია“.
13. „შეკვეთის“ გაუქმება „მომხმარებლის“ ან „პროფესიონალის“ მიერ
13.1. „შეკვეთის“ დაფიქსირების და მისი „მომსახურების საფასურის“ „მომხმარებლის“ მიერ გადახდის შემდეგ, „პროფესიონალს“ ეკრძალება გააუქმოს მიღებული „შეკვეთა“, თუ გაუქმებისთვის მას არ გააჩნია პატივსადები საფუძველი.
13.2. „პროფესიონალის“ მიერ „შეკვეთის“ გაუქმების პატივსადებ საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა (მაგალითად საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარება, ოჯახის წევრის გარდაცვალება) რომელიც შეუძლებელს ხდის „პროფესიონალის“ მიერ „შეკვეთის“ შესრულებას. ასეთი გარემოების თაობაზე „პროფესიონალი“ ვალდებულია აცნობოს „კომპანიის“ კლიენტთა მომსახურების ცენტრს და გონირულ ვადაში წარუდგინოს შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი (მაგალითად ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100, გარდაცვალების მოწმობა და სხვა).
13.3. „მომხმარებლის“ მიერ „შეკვეთის“ დაფიქსირებისა და „მომსახურების საფასურის“ გადახდის შემდეგ, „პროფესიონალის“ მიერ, შესაბამის დროს და ადგილას „მომსახურების“ გასაწევად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, „მომხმარებელს“ გადახდილი „მომსახურების საფასური“ დაუბრუნდება სრული ოდენობით. დაბრუნებისას „პროფესიონალი“ დააბრუნებს მის მიერ მიღებულ „მომსახურების საფასურს“ („საკომისიოს“ გამოკლებით), ხოლო „კომპანია“ დააბრუნებს მის მიერ მიღებულ „საკომისიოს“. ასეთ შემთხვევაში „კომპანია“ უფლებამოსილია „პროფესიონალს“ გადასახდელად დააკისროს ერთჯერადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინების უზრუნველყოფა „კომპანიამ“ შეიძლება მოახდინოს:
13.3.1. „პროფესიონალის“ მიერ მიღებული მომდევნო „შეკვეთებიდან“ მისაღები „მომსახურების საფასურებიდან“ ჯარიმის თანხის დაქვითვის გზით;
13.3.2. „პროფესიონალის“ მიერ „კომპანიის“ სასარგებლოდ გადასახდელი ნებისმიერი ჯარიმის ან სხვა გადასახდელის გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოყენებული დეპოზიტიდან თანხის მიღებით;
13.3.3. „პროფესიონალის“ საბანკო ანგარიშიდან თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრის გზით;
13.4. „შეკვეთის“ დაწყებამდე „მომხმარებელი“ უფლებამოსილია გააუქმოს „შეკვეთა“ პირად გვერდზე „შეკვეთების“ გრაფაში „განთავსებული შეკვეთის გაუქმება“ ღილაკის მონიშვნით.
13.5. „მომხმარებლის“ მიერ „შეკვეთის“ გაუქმება, იმის შესაბამისად თუ რა დროა დარჩენილი „შეკვეთის“ შესრულების დაწყებამდე, ან რა სტატუსით არის „შეკვეთა“, იწვევს გადახდილი „მომსახურების საფასურის“ სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნებას „მომხმარებლისთვის“ ან მის დაუბრუნებლობას. „შეკვეთის“ გაუქმებისას „მომსახურების საფასურის“ ან „საკომისიოს“ ანაზღაურების საკითხები რეგულირდება „შეკვეთის გაუქმების პოლიტიკის“ შესაბამისად, რომელიც განთავსებულია „Wolly-ს პლატფორმაზე“ და წარმოადგენს წინამდებარე „პლატფორმით სარგბლობის წესების და პირობების“ შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს.
13.6. ამ მუხლის მიზნებისთვის, „მომხმარებლის“ მიერ „შეკვეთის“ გაუქმებად მიიჩნევა ისეთი შემთხვევაც, როდესაც „შეკვეთის“ შესასრულებლად ადგილზე მისული „პროფესიონალი“ ვერ ახერხებს „მომხმარებელთან“ 15 წუთის განმავლობაში დაკავშირებას. ასეთი შემთხვევა განხილული იქნება როგორც „შეკვეთის“ გაუქმება როდესაც მის შესრულებამდე ფაქტობრივად დარჩენილი დრო ნაკლებია 1 საათზე და შესაბამისად „მომსახურების საფასურის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოყენებული იქნება „შეკვეთის გაუქმების პოლიტიკის“ შესაბამისი წესი.
13.7. „კომპანია“ იტოვებს უფლებას, 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში „მომხმარებლის“ მიერ 3 (სამი) „შეკვეთის“ გაუქმების შემთხვევაში, შეუზღუდოს მას „Wolly-ს პლატფორმის“ გამოყენება. „მომხმარებლისათვის“ „Wolly-ს პლატფორმის“ გამოყენების შეზღუდვა შეიძლება გაგრძელდეს 6 (ექვსი) თვემდე ვადით, რის შემდეგაც „მომხმარებელი“ უფლებამოსილია, კლიენტთა მომსახურების ცენტრის დახმარებით ხელახლა გაააქტიუროს ანგარიში.
13.8. „მომხმარებლის“ მიერ „შეკვეთის“ გაუქმებისას „მომხმარებელს“ გადახდილი „მომსახურების საფასური“ ან მისი ნაწილი უბრუნდება:
13.8.1. სრულად დაბრუნების შემთხვევაში - როგორც „პროფესიონალისგან“ (ამ უკანასკნელის მიერ მიღებული „მომსახურების საფასურის“ შესაბამისი ნაწილი, „საკომისიოს“ გამოკლებით), ასევე „კომპანიისგან“ („კომპანიის“ მიერ მიღებული „საკომისიოს“ შესაბამისი ნაწილი);
13.8.2. ნაწილობრივ დაბრუნების შემთხვევაში - დასაბრუნებელი თანხის შესაბამის ნაწილს ფარავს „პროფესიონალი“ მის მიერ მიღებული „მომსახურების საფასურიდან“.
14. „პროფესიონალის“ შეფასება
14.1. „მომსახურების“ დასრულების შემდეგ „მომხმარებელი“ პირადი ანგარიშის საშუალებით „კომპანიისგან“ იღებს შეტყობინებას, რომელიც შეიცავს „პროფესიონალის“ შეფასების ინსტრუქციასა და ფორმას.
14.2. შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც შეტყობინების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერ დროს, „დასრულებული შეკვეთების“ გვერდზე შესაბამისი „მომსახურების“ არჩევით.
14.3. „მომსახურების“ ეფექტურობის მიზნით „პროფესიონალი“ ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ვარსკლავით, სადაც 1 ნიშნავს „მომსახურების“ არადამაკმაყოფილებელ ხარისხს, ხოლო 5 - საუკეთესო ხარისხის „მომსახურებას“.
14.4. „მომხმარებელს“ საშუალება აქვს შეფასებასთან ერთად დატოვოს კომენტარი და განმარტოს ის კონკრეტული მიზეზები, რასაც მისი შეფასება ეფუძნება.
14.5. „დასტურის“ ღილაკის მონიშვნის შემდეგ „მომხმარებელს“ არ შეუძლია შეცვალოს შეფასება ან/და განთავსებული კომენტარი.
14.6. „Wolly-ს პლატფორმაზე“ რეგისტრირებულ ყოველ ახალ „პროფესიონალს“ პლატფორმა ავტომატურად ანიჭებს 5 ვარსკვლავიან რეიტინგს, რაც არ უნდა იყოს განხილული როგორც „მომხმარებელთა“ კმაყოფილების საფუძველზე დადგენილ რეიტინგად.
15. საგარანტიო პერიოდი და მომსახურება
15.1. „მომხმარებელი“ და „პროფესიონალი“ „მომსახურების ხელშეკრულებით“ შეიძლება შეთანხმდნენ საგარანტიო პერიოდის არსებობაზე, რომლის განმავლობაშიც „პროფესიონალი“ ვალდებულია „მომხმარებელის“ შესაბამისი მოთხოვნისას, გონივრულ ვადებში საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას „მომსახურების“ განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზი.
15.2. „პროფესიონალის“ მიერ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოსწორებაზე უარის ან/და არაჯეროვანი გამოსწორების შემთხვევაში, „კომპანია“ უფლებამოსილია „პროფესიონალის“ ანგარიშიდან „მომხმარებლის“ სასარგებლოდ უაქცეპტო წესით ჩამოწეროს „მომსახურების საფასური“.
16. „პროფესიონალის“ განცხადებები და გარანტიები
16.1. „პროფესიონალი“ აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
16.1.1. არ არის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული „კომპანიაში“ და არ წარმოადგენს მის შტატიან ან შტატგარეშე თანამშრომელს, პარტნიორს ან/და აგენტს;
16.1.2. არ იღებს არანაირ ანაზღაურებას ხელფასის, სამივლინებო ხარჯის, პრემიის, ჯილდოს და სხვა სახით „კომპანიისგან“;
16.1.3. მის მიერ გაწეული „მომსახურების“ შედეგად წარმოშობილი პრეტენზიების და უკმაყოფილებების გამო „პროფესიონალის“ სანქცირება გათვალისწინებულია მხოლოდ ამ „ხელშეკრულებით“ და „კომპანიის“ და „პროფესიონალის“ ურთიერთობა არ რეგულირდება „კომპანიის“ შინაგანაწესით ან სხვა მარეგულირებელი დებულებებით;
16.1.4. არ აქვს რაიმე ანაზღაურების მოთხოვნის უფლება „კომპანიისგან“ ამ „ხელშეკრულების“ საფუძველზე გაწეული „მომსახურების“ სანაცვლოდ;
16.1.5. არ იყენებს „კომპანიის“ ინვენტარს, ხელსაწყოებს, მანქანებს, „კომპანია“ არ უზრუნველყოფს „პროფესიონალს“ მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, დაზღვევის ან სხვა ხარჯებით;
16.1.6. საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებისთვის არ სარგებლობს „კომპანიის“ მიერ ორგანიზებული სწავლება-გადამზადების პროგრამებით;
16.1.7. არ გამოდის მის მიერ გაწეული „მომსახურების“ ურთიერთობაში „კომპანიის“ სახელით და არ წარმოადგენს „კომპანიის“ აგენტს ან წარმომადგენელს;
16.1.8. მისი ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს „მომხმარებლისთვის“ გაწეული მომსახურება;
16.1.9. არ სარგებლობს არანაირი ბენეფიტით, რაც გათვალისწინებულია „კომპანიის“ თანამშრომლებისთვის;
16.1.10. პროფესიულ საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება „კომპანიის“ ორგანიზაციულ სტრუქტურას და თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ემორჩილება მხოლოდ პროფესიულ ცოდნას და სტანდარტებს;
16.1.11. არ ექვემდებარება „კომპანიის“ თანამშრომლებისთვის გათვალსიწინებულ სამუშაო საათებს და საკუთარ დატვირთულობას განსაზღვრავს დამოუკიდებლად;
16.1.12. არ მონაწილეობს „კომპანიის“ მიერ საკუთარი თანამშრომლებისთვის გათვალსიწინებულ რაიმე წახალისების პროგრამაში. ამგვარ პროგრამაში მონაწილეობად არ განიხილება „Wolly-ს პლატფორმაზე“ „პროფესიონალის“ მიერ გაწეული „მომსახურების“ რაოდენობის, მინიჭებული რეიტინგის, მომხმარებლის დადებითი შეფასებების და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, „პროფესიონალის“ „ანგარიშის“ სხვა „პროფესიონალებზე“ უპირატესად გამოჩენა;
16.1.13. „პროფესიონალი“ არ აბარებს არანაირ ანგარიშს „კომპანიას“ სამუშაოს მიმდინარეობის და მისი შედეგების შესახებ;
17. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
17.1. „Wolly-ს პლატფორმაზე“ საავტორო უფლებები ეკუთვნის „კომპანიას“ - შპს „Wolly“. ნებისმიერი უფლება, რაც დაკავშირებულია „Wolly-ს პლატფორმასთან“, მის გამოყენებასთან, სარგებლობასთან და სხვა, ასევე ნებისმიერი კონტენტი, მათ შორის აუდიო/ვიდეო, ფოტოსურათები, მათ შორის „მომხმარებლების“ და „პროფესიონალების“ გამოსახულებების შემცველი ფოტოსურათები წარმოადგენს „კომპანიის“ ექსკლუზიურ საკუთრებას.
17.2. „მომხმარებლის“ ან „პროფესიონალის“ მიერ „Wolly-ს პლატფორმით“ სარგებლობა არ იძლევა უფლებას, რომ „მომსახურების“ შეთავაზებისას, შეკვეთისას ან გაწევისას რაიმე გზით ხდებოდეს მინიშნების გაკეთება „კომპანიის“ სახელზე, ლოგოზე, პროდუქტის ან მომსახურების დასახელებაზე, სასაქონლო ნიშნებზე, თუ ამგვარის თაობაზე არ იარსებებს „კომპანიის“ წინასწარი თანხმობა.
17.3. თქვენ როგორც „მომხმარებელს“ ან „პროფესიონალს“ არ გაქვთ უფლება რომ:
17.3.1. მოახდინოთ კომპიუტერული პროგრამის რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ;
17.3.2. მოახდინოთ კომპიუტერული პროგრამის პროგრამირების ერთი ენიდან მეორე ენაზე გადატანა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება;
17.3.3. კომპიუტერული პროგრამის საშუალებით შექმნათ დერივატიული ნამუშევარი, გაასხვისოთ, გასცეთ ლიცენზია, საჯაროდ აჩვენოთ, გადასცეთ ან სხვა ფორმით ხელყოთ „კომპანიის“ საავტორო უფლება.
17.3.4. Wolly-ს პლატფორმაზე მოახდინოთ მონაცემების კოპირება, მათზე დაყრდნობით მონაცემთა ბაზების შექმნა, ან განახორციელონ პროგრამაზე სხვაგვარი არაავტორიზებული და არასანქცირებული მოქმედებების შესრულება;
17.4. იმ პირობით რომ „მომხმარებლის“ ან „პროფესიონალის“ მიერ დაცული იქნება „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობი“, „კომპანია“ გაძლევთ შეზღუდულ, არაექსკლუზიურ, არალიცენზირებად, გამოხმობად ლიცენზიას, რათა ისარგებლოთ თქვენს პერსონალურ მოწყობილობებზე „კომპანიის“ კუთვნილი პლატფორმით, მხოლოდ იმ მიზნით და იმ მოცულობით, რაც აუცილებელია „Wolly-ს პლატფორმით“ „მომხმარებლების“ და „პროფესიონალების“ სარგებლობის მიზნების შესასრულებლად და გქონდეთ წვდომა და გამოიყენოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია „მომსახურებასთან“ დაკავშირებით მხოლოდ პერსონალური და არა კომერციული გამოყენებისთვის.
17.5. ნებისმიერი უფლება, რომელიც არ არის მოხსენიებული ამ პუნქტში, შეუზღუდავად ეკუთვნის კომპანიას.
18. „პროფესიონალის“ რეგისტრაციის შეჩერება და შეწყვეტა
18.1. წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესებით და პირობებით“ გათვალისწინებული მიზნების, პრინციპების, ვალდებულებების ან აკრძალვების შეუსრულებლობა, მიუხედავად იმისა ვის მიმართ დადგა უარყოფითი შედეგები - „კომპანიის“, „მომხმარებლის“ თუ სხვა „პროფესიონალების“ მიმართ, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე შეიძლება იწვევდეს „პროფესიონალის“ „ანგარიშის“ რეგისტრაციის შეჩერებას ან შეწყვეტას.
18.2. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, „კომპანია“ უფლებამოსილია „პროფესიონალს“ რეგისტრაციის შეჩერებამდე ან შეწყვეტამდე, მისცეს წერილობითი გაფრთხილება. გაფრთხილება შეიძლება მიეცეს მის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე ან საცხოვრებელ მისამართზე წერილის გაგზავნის გზით, ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით.
18.3. „კომპანია“ უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტოს „პროფესიონალის“ რეგისტრაცია, თუ „პლატფორმით სარგებლობის წესებით და პირობებით“ ან/და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა „პროფესიონალის“ მხრიდან ატარებს არსებით ხასიათს, ან/და „კომპანია“ გონივრულობის ფარგლებში მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის შეწყვეტა წარმოადგენს „Wolly-ს პლატფორმის“ „მომხმარებელთა“ ან მესამე პირების დაცვის საუკეთესო საშუალებას.
18.4. რეგისტრაციის შეწყვეტა იწვევს „კომპანიასა“ და „პროფესიონალს“ შორის დადებული ხელშეკრულების („პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები“) მოშლას, შესაბამისად „პროფესიონალის“ მიერ „Wolly-ს პლატფორმით“ სარგებლობა ნებისმიერი სხვა გზით, მათ შორის ახალი „ანგარიშის“ რეგისტრაციით, განხილული იქნება როგორც სხვისი საკუთრებით უნებართვო სარგებლობად, რაც შეიძლება გახდეს შესაბამისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
18.5. „პროფესიონალი“ ნებისმიერ დროს უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეწყვიტოს „Wolly-ს პლატფორმაზე“ რეგისტრაცია, რაც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების („პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები“) მოშლას.
18.6. მიუხედავად იმისა თუ ვისი ინიციატივით ან რა მიზეზით მოხდა „Wolly-ს პლატფორმაზე“ „პროფესიონალის“ „ანგარიშის“ შეწყვეტა, „კომპანია“ უფლებამოსილია შეინარჩუნოს „პროფესიონალის“ პერსონალური მონაცემებზე წვდომა, კანონმდებლობით ნებადართული მიზნებით დამუშავებისთვის.
19. მხარეთა პასუხისმგებლობა
19.1. „მომხმარებელი“ ასევე „პროფესიონალი“ აღიარებს, რომ „კომპანია“ არ წარმოადგენს იმ „მომსახურებების“ შემთავაზებელ ან გამწევ სუბიექტს, რომელთა „შეკვეთაც“ „Wolly-ს პლატფორმის“ მეშვეობით ხდება „მომხმარებლის“ მიერ. შესაბამისად „კომპანია“ არ აგებს პასუხს:
19.1.1. „მომსახურების“ განხორციელების დაყოვნებისათვის;
19.1.2. „მომსახურების“ არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობისთვის;
19.1.3. „მომსახურების საფასურის“ ანაზღაურებაზე უარის თქმისთვის ან ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის;
19.1.4. „პროფესიონალის“ მიერ „მომსახურების“ გაწევისას „მომხმარებლის“ ან მესამე პირის ქონების დაზიანებისთვის;
19.1.5. „პროფესიონალის“ მიერ „მომხმარებლისთვის“ გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე გადასახადების განსაზღვრასა და გადახდაზე;
19.1.6. აგრეთვე ყველა იმ მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, რომელზეც პასუხისმგებელი „მომსახურებასთან“ დაკავშირებით შეიძლება იყოს მხოლოდ „პროფესიონალი“ ან „მომხმარებელი“;
19.2. „მომხმარებელი“ და „პროფესიონალი“ ერთმანეთს შორის წარმოშობილ ურთიერთობებზე პასუხს აგებენ მათ შორის დადებული „მომსახურების ხელშეკრულებისა“ (ზეპირი ან წერილობითი) და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
19.3. „მომხმარებელი“ ან/და „პროფესიონალი“ წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესებით და პირობებით“ გათვალისწინებული მიზნების, პრინციპების, ვალდებულებების ან აკრძალვების შეუსრულებლობისათვის „კომპანიის“ წინაშე წარმოშობილ ზიანზე, რომელიც მათ შორის მოიცავს პირდაპირ ზიანს, არაპირდაპირ ზიანს, შედეგობრივ ზიანს, რეპუტაციულ ზიანს და სხვა, პასუხს აგებენ სრული მოცულობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
19.4. იმ შემთხვევაში, თუ „პროფესიონალი“ „Wolly-ს პლატფორმით“ „შეკვეთის“ შესრულების შემდეგ „მომხმარებელს“ უზრუნველყოფს საკუთარი საკონტაქტო მონაცემებით, მომდევნო შეკვეთების „Wolly- ს პლატფორმის“ გარეშე მისაღებად, „კომპანია“ უფლებამოსილია „პროფესიონალს“ დააკისროს ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
20. „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებში“ ცვლილებების შეტანა
20.1. „კომპანია“ უფლებამოსილია პერიოდულად ცალმხრივად განახორციელოს ცვლილებები და დამატებები „პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებში“ „მომხმარებლის“ და „პროფესიონალის“ მიერ შემდგომი დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე. ასეთი ცვლილებები ძალაში შევა მათი „Wolly-ს პლატფორმაზე“ გამოქვეყნების შემდეგ.
20.2. „კომპანია“ უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული ცვლილებების შესახებ აცნობოს მომხმარებელს“ და „პროფესიონალს“ „კომპანიის“ საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ- გვერდის ან „კომპანიისთვის“ ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
20.3. „მომხმარებლის“ და „პროფესიონალის“ მიერ „Wolly-ს პლატფორმის“ გამოყენების გაგრძელება ასეთი ცვლილებების ან/და დამატებების „Wolly-ს პლატფორმაზე“ განთავსების შემდეგ, წარმოადგენს თანხმობას შესაბამის ცვლილებებსა და დამატებებზე.
21. პერსონალური მონაცემების დამუშავება
21.1. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც „კომპანია“ მოიპოვებს „მომხმარებლებისგან“ ან „პროფესიონალებისგან“, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
21.2. „Wolly-ს პლატფორმაზე“ რეგისტრაციით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ „კომპანია“ უფლებამოსილია კანონმდებლობით ნებადართული მიზნებით, მათ შორის, სარეკლამო მიზნებით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, გამოგიგზავნოთ სარეკლამო სმს ან ელექტრონული ფოსტის შეტყობინებები.
21.3. „კომპანია“ უფლებას იტოვებს, ხოლო „მომხმარებელი“ და „პროფესიონალი“ თანხმობას აცხადებენ, რომ „მომხმარებელის“ პერსონალური მონაცემები გადაეცეს შესაბამისი „მომსახურების“ გამწევ „პროფესიონალს“, ხოლო „პროფესიონალის“ პერსონალური მონაცემები გადაეცეს შესაბამისი „მომსახურების“ მონაწილე „მომხმარებელს“, შესაბამისი „მომსახურების“ გაწევის მიზნებისთვის.
21.4. „მომხმარებელს“ უფლება აქვს მოსთხოვოს „კომპანიას“ და „კომპანია“ უფლებამოსილია მიაწოდოს მას „პროფესიონალის“ პერსონალური მონაცემები, რომლებიც შეიძლება არ იყოს დაკავშირებული „მომსახურების“ გაწევის მიზანთან (მაგ. „პროფესიონალის“ სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი), თუკი ასეთი პერსონალური მონაცემების მიღება „მომხმარებელს“ ესაჭიროება შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვის მიზნით (მაგ. სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვისთვის, საგამოძიებო ორგანოებისთვის განცხადებით მიმართვისთვის და სხვა) და ამასთანავე თუკი „მომხმარებელი“ ალბათობის მაღალი ხარისხით დაუსაბუთებს „კომპანიას“, რომ „პროფესიონალმა“ დააღვია „პლატფორმით სარგებლობის წესებით და პირობებით“ დადგენილი მოთხოვნები, „მომსახურების ხელშეკრულების“ ან კანონონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვები და ვალდებულებები.
21.5. „მომხმარებლის“ ან „პროფესიონალის“ პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის სხვა მიზნით, გარდა იმ მიზნებისა, რაც მოცემულია წინამდებარე მუხლში დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომპეტენტური ორგანოს მიმართვის საფუძველზე (მაგ. სასამართლოს ბრძანება, განჩინება და სხვა).
21.6. „მომხმარებელი“ და „პროფესიონალი“თანახმაა, ეფექტური მომსახურების გაწევისა და შეთავაზების მიზნით, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, „კომპანიამ“ მოიძიოს, გადაამოწმოს და დაამუშავოს მათ მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია.
22. „პლატფორმით სარგებლობის წესების და პირობების“ გარდამავალი დებულებები
22.1. ამ „პლატფორმით სარგებლობის წესების და პირობების“ საფუძველზე წარმოშობოლ ურთიერთობებზე ვალდებულების შესრულების ადგილია ქ. თბილისი.
22.2. თუ „პლატფორმით სარგებლობის წესების და პირობების“ ნებისმიერი მუხლი ან მისი ნაწილი, რაიმე კანონის ძალით აღმოჩნდა ძალადაკარგული ან ბათილი, იგი ჩაითვლება არარსებულად. ამასთან ყველა დანარჩენი დებულება ძალაში დარჩება.
22.3. წინამდებარე „პლატფორმით სარგებლობის წესები და პირობები“ რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
22.4. „პლატფორმით სარგებლობის წესებთან და პირობებთან“ დაკავშირებით წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაიჭრება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ამასთანავე დავის მხარეთა შორის მორიგებით გადაჭრის შესაძლებლობა არც ერთ მხარეს არ ართმევს უფლებას თავიანთი უფლებების დასაცავად მიმართონ სასამართლოს შესაბამისი მოლაპარაკების გამართვამდე.